28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025
28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ჯეი დი ვენსი ჯონ ბოლტონის სახლის ჩხრეკის საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობას უარყოფს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ეროვნულ საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის ჩატარება დაადასტურა, თუმცა პოლიტიკური მოტივის არსებობა უარყო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ბოლტონის საქმის გამოძიება ჯერ „ძალიან ადრეულ სტადიაზეა“.

„ჩვენ ბოლტონთან მიმართებაში გამოძიებას ვაწარმოებთ, მაგრამ, თუ ამის შედეგად სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, ეს იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბრალდებულად აღიარებენ. ჩვენ ამ საკითხში ფრთხილები ვიქნებით“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოძიების დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ საქმე საიდუმლო მასალების შენახვას ეხება.

ცნობისთვის, გუშინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლებმა ბოლტონის სახლი გაჩხრიკეს. ბოლტონი ტრამპის მრჩეველი მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო. შემდეგ მან დაკავებული თანამდებობა დატოვა და ტრამპის კრიტიკოსი გახდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები