დავით მათიკაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგზე: ბუნებრივია, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, ისინი საკუთარი მიზნებს ვერ მიაღწევენ

ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა. მათიკაშვილი ამ ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

„ისინი საკუთარი მიზნებს ცხადია, ვერ მიაღწევენ და ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან შემოსული, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუკი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...