28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025
28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს – რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რომ ომი დასრულდეს

ომი უნდა დასრულდეს – რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რომ ომი დასრულდეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„პუტინს არაფერი ესმის ძალისა და ზეწოლის გარდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალს ამბობს: ეს მხოლოდ თავდაცვაში არ უნდა გაკეთდეს. ამავდროულად, ჩვენ არ ვამცირებთ ძალისხმევას დიპლომატიაში, ყველა ჩვენს კონტაქტში პარტნიორებთან, რათა მოხდეს მოლაპარაკებები, თანაც ისეთი, რომელიც მშვიდობას მოგვიახლოებს“, – დასძინა მან.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ომის მოგება დამპყრობლის ტერიტორიაზე თავდასხმის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები