ცოტნე ანანიძე: “ნაცები” ამბობენ, რომ “ახლები” გაურიგდნენ “ოცნებას”, “ახლები” ამბობენ, რომ “ლელო” და “გახარია” გაურიგდა “ოცნებას”, “ლელო” და “გახარია” ამბობს, რომ “ნაცებმა” და “ახლებმა” უარი თქვეს “ოცნებასთან” ბრძოლაზე – ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, ქართულ ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ მათი მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიები ურთიერთბრალდების რეჟიმზე არიან გადასული.

მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “ლელოს” და გახარიას პარტიის დაპირისპირების ფონზე, ნათელია, რომ ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია.

“რა ხდება ოპოზიციაში, სადაც მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო:
1. ნაცები ამბობენ, რომ ახლები გაურიგდნენ ოცნებას და გავიდნენ ნაცებიდან

2. ახლები ამბობენ, რომ ლელო და გახარია გაურიგდა ოცნებას და ამიტომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

3. ლელო და გახარია ამბობს, რომ ნაცებმა და ახლებმა უარი თქვეს ოცნებასთან ბრძოლაზე.

შესაბამისად, ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...