დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის მიერ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო, მედიასთან გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა.

„ბოლო პერიოდში, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მაგრამ იმ აღქმებში, რომელსაც ფსევდოლიბერალები აჟღერებენ, საქართველოს ყოველთვის უკან აყენებენ და აცხადებენ, თითქოს ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ეს ერთი მხრივ მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა და მეორე მხრივ, იმის აღიარება, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აუმჯობესებს პოზიციებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...