ზაალ ანჯაფარიძე: ხაზარაძე–გახარიას ტანდემმა ტყუილით დაიწყო კამპანია – ღირსეულმა თბილისელებმა მათთან თანამშრომლობა არ ისურვეს

ხაზარაძე-გახარიას ტანდემმა საარჩევნო კამპანია ტყუილით დაიწყო. მათი თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერობის კანდიდატად ნეიტრალურ და უპარტიო პერსონის დასახელებას ითვალისწინებდა. თუმცა “დიმიტრი გელოვანის” მოძებნა გაჭირდა. ეტყობა არცერთმა ღირსეულმა და ცნობადმა თბილისელმა არ მოისურვა საკუთარი სახელი, იმიჯი, პატივი და ღირსება თაღლითებთან კავშირით შეელახა. სწორადაც მოიქცნენ – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, იძულებული გახდნენ პარტიული კანდიდატი დაესახელებინათ, და აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსებმა და რესურსებმა შეასრულა. ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურების განხილვაც კი არ ღირს, იმდენად განწირულნი არიან მარცხისათვის.

“ხაზარაძე-გახარიას ტანდემმა საარჩევნო კამპანია ტყუილით დაიწყო. მათი თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერობის კანდიდატად ნეიტრალურ და უპარტიო პერსონის დასახელებას ითვალისწინებდა. თუმცა “დიმიტრი გელოვანის” მოძებნა გაჭირდა. ეტყობა არცერთმა ღირსეულმა და ცნობადმა თბილისელმა არ მოისურვა საკუთარი სახელი, იმიჯი, პატივი და ღირსება თაღლითებთან კავშირით შეელახა. სწორადაც მოიქცნენ.

შესაბამისად, იძულებული გახდნენ პარტიული კანდიდატი დაესახელებინათ, და აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსებმა და რესურსებმა შეასრულა. ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურების განხილვაც კი არ ღირს, იმდენად განწირულნი არიან მარცხისათვის.” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...