4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვახტანგ ბერიძე- დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. მადლობა ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი.”- ამის შესახებ განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.

მან “ქართული ოცნების” მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს.”-განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები