გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე: სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს

აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ “ტოპ-ტვინებს” მშვიდობისადმი, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია დავით დარჩიაშვილის, გია ნოდიას და რომან გოცირიძის მიერ ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს.

გამსახურდიას განცხადებით, სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო მათი შემკვეთების და თვითონ ოპოზიციის შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.

“აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ “ტოპ-ტვინებს” მშვიდობისადმი. სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა. თავისთავად, პოლიტიკურ გუნდთან ერთად. თვითონ შინაარსობრივად კი, თავიანთი ახალი და ძველი მესიჯებით, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს. სალომე ზურაბიშვილის და მამუკა ხაზარაძის, ყოვლად სამარცხვინო ვოიაჟების მერე აშშ-ში, რომელმაც ნულოვანი შედეგი გამოიღო მათთვის, უკვე თვითონ და მათი ე.წ “მედია” აშკარა და ღია ლანძღვაზე გადავიდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის.” – წერს გამსახურდია X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...