აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ორმხრივ შეხვედრაზე „გარკვეულ წინსვლასა“ და „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს.
თუმცა, მან დასძინა, რომ „შეთანხმება არ არის, ვიდრე ის არ დაიდება“.
„ცოტა ხანში ნატოს დავურეკავ. დავურეკავ სხვადასხვა ადამიანს, ვინც მიმაჩნია, რომ შესაფერისია. და, რა თქმა უნდა, დავურეკავ პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის და ვეტყვი დღევანდელი შეხვედრის შესახებ. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ტრამპმა.
„ჩვენ გვქონდა უკიდურესად პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ საკითხზე შევთანხმდით“, მაგრამ ტრამპის თქმით, „ჯერ ვერ მივედით [შეთანხმებამდე], თუმცა ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ მივაღწიოთ მას“.









