“ქართული ოცნების” საგარეჯოს მერობის კანდიდატი ვახტანგ კაკუტაშვილი: მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემი რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო მას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება, რომლის განცხადებითაც, მერობის კანდიდატად წარდგენას დათანხმდა, რადგან აქვს სურვილი, საკუთარ რაიონს მეტი სიკეთე მოუტანოს.

კაკუტაშვილის თქმით, მთავრობის ხელშეწყობით, საგარეჯოში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და მას, როგორც ადგილობრივს, მერად არჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, საგარეჯოს რაიონის განვითარებაში ჩაერთოს.

“ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა მთავრობის ხელშეწყობით და ამიტომაც დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, რომ ვარ ადგილობრივი, შესაბამისად, მეც მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემივე რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო რაიონს.” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა...