თელავის მერობის კანდიდატი ვაჟა მაღრაძე- მინდა, გარკვეული წვლილი შევიტანო თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ჩემი მიზანია, მასშტაბური პროექტები განხორციელდეს, რათა თელავი გახდეს უფრო ლამაზი, მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის

„ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა ვაჟა მაღრაძემ თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი დაპირებაა, რომ ის ყველას მერი იქნება და აცხადებს, რომ ყველა საკითხი პრიორიტეტული იქნება, რაც განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვაჟა მაღრაძე ამბობს, რომ ტურიზმის მიმართულებით საინტერესო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

„ჩემი მშობლიური ქალაქია. მიყვარს ჩემი თელავი და მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ის, რაც განვითარებისთვის იქნება მიმაჩნია, რომ ყველა საკითხი პრიორიტეტია, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. მე არ ვიქნები მერი ვიღაცისთვის, ვიქნები ყველასთვის და ეს არის ჩემი მიზანი.

შევეცდები უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდეს, რათა თელავი გახდეს უფრო ლამაზი, როგორც საქართველოს ყველა კუთხის მაცხოვრებლისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ეს არის ჩემი მიზანი“-განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა...