13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025
13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

კოლუმბიის ოლქის პროკურორის განცხადებით, ვაშინგტონში პოლიციის ოფიცრის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით წელს 300 ადამიანი გასამართლდა

კოლუმბიის ოლქის პროკურორის ჯანინ პიროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, პოლიციის ოფიცრის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით წელს 300 ადამიანი გასამართლდა.

მისი თქმით, ეს არის გზავნილი, რომ პროკურატურა სამართალდამცველების გვერდით დგას, და მათ ეროვნული გვარდიის მხარდაჭერაც ექნებათ.

კოლუმბიის ოლქის პროკურორი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონში მწვავე კრიმინალური ვითარების ერთ-ერთი მიზეზი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულია, რომელიც დაუსჯელი რჩება.

პიროს თქმით, კანონი შეიცვლება ისე, რომ 14 – 17 წლის მოზარდები პროკურატურის იურისდიქციას დაექვემდებარონ და გასამართლდნენ.

„მიმდინარე წელს პოლიციის შეურაცხყოფისთვის 300 ადამიანს ვასამართლებთ. სწორედ ეს არის ჩემი საქმე, რის გაკეთებასაც გავაგრძელებ. მინდა პოლიციამ იცოდეს, რომ ჩვენ მათ ზურგს ვუმაგრებთ. მათ ექნებათ მხარდაჭერა ეროვნული გვარდიისგან და გამოძიების ფედერალური ბიუროსგან. ამჟამად ოლქის საბჭო გვაბრკოლებს, რომ 14-17 წლის მოზარდები გავასამართლოთ მაშინაც კი, თუ იარაღიდან ისვრიან. დღეიდან ჩვენს ახალგაზრდა თუ ზრდასრულ კრიმინალებს ვეუბნებით: „ყველას გაგასამართლებთ“. შევცვლით კანონს, რომ ისინი ჩემს იურისდიქციას დაექვემდებარონ“, – თქვა პირომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები