13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025
13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

ტრამპი პოლიციელების მიმართ პროვოკაციებზე: ახლა პოლიციელებს უფლება აქვთ, გააკეთონ ის, რაც უნდათ

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლიციელების მიმართ ძალადობასა და პროვოკაციებზე ისაუბრა.

„ისინი [პოლიციელები] დგანან და მათ სახეში უყვირიან, შემდეგ კი აფურთხებენ. მე ვთქვი, „უთხარით, თუ შეაფურთხებენ, დავარტყამთ, თანაც მაგრად დავარტყამთ“. ეს ამაზრზენი რამ არის. ამას წლების განმავლობაში ვუყურებდი. სამი-ოთხი წელია, ვუყურებ ამას. პოლიცია დგას და ეუბნებიან, არავითარ შემთხვევაში არაფერი გააკეთოთო. მაგრამ ახლა მათ უფლება აქვთ, გააკეთონ ის, რაც უნდათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები