ირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში – ვაჟა მაღრაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა.

ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში – ვაჟა მაღრაძე.

„დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი, დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი.
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების...

“დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ხელისუფლების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მათ შორის სასულიერო პირებსაც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება,...