The Washington Post: პუტინი არ არის მზად უკრაინას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილები დაუბრუნოს

რუსეთი არ აპირებს უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ან მშვიდობის დამყარებას, – წერს The Washington Post-ი და რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კრემლი მხოლოდ მოლაპარაკების სურვილის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ ეს მშვიდობისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის მზად რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე უარის თქმას. წყარო, რომელიც პუტინის ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის დეტალებს იცნობს, აღნიშნავს, რომ 6 აგვისტოს კრემლში პუტინმა შემდეგი მოთხოვნა გააჟღერა – კიევმა უარი უნდა თქვას დონბასზე, რის ნაცვლადაც ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზის არსებულ პოზიციებზე გაყინვას მიიღებს.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის და რამდენიმე ევროპელ ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ამ საუბრის მონაწილეთა ნაწილს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე პრეტენზიები დათმო.

The Washington Post-ის წყარო კი აცხადებს, რომ უიტკოფმა პუტინის პოზიცია არასწორად გაიგო და რუსეთის ლიდერი თანახმაა ზაპოროჟიესა და ხერსონში მხოლოდ მიმდინარე პოზიციების გაყინვაზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ...