ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მოჰბეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა

ვფიქრობ, ამერიკელებს მოჰბეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპელები მზად უნდა იყონ, უფრო პირდაპირი და არსებითი როლი შეასრულონ და თავად დააფინანსონ უკრაინაში მიმდინარე ომი.

„პრეზიდენტი და ვფიქრობ, ამერიკა, ჩვენ დავიღალეთ უკრაინის ომის დაფინანსებით. ჩვენ გვსურს მშვიდობიანი დარეგულირება, გვსურს, შევაჩეროთ მკვლელობები. ვფიქრობ, ამერიკელებს მოჰბეზრდათ ამ კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა. მაგრამ თუ ევროპელებს სურთ, რომ ჩაერთონ და რეალურად შეიძინონ იარაღი ამერიკელი მწარმოებლებისგან, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის დაფინანსებას“, – დასძინა ჯეი დი ვენსმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ...