8 აგვისტო, პარასკევი, 2025
8 აგვისტო, პარასკევი, 2025

„ქართული ოცნება“ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 21:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს

მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დღეს, გორგასლის ოფისში 21:00 საათზე გაიმართება.

დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდის მიერ კახა კალაძე უკვე წარდგენილია.

სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში, 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები