7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

გოგა ხაინდრავა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაზე: განაჩენს მაინც დალოდებოდით! მერე დაგეწერათ ეს სამარცხვინო განცხადება! თავმოყვარეობა ესე როგორ დაკარგეთ? თქვენი სამშობლოს ღირსებას უცხო ქვეყანაში ფეხქვეშ რის ფასად თელავთ! ევროს კავშირის საბჭოთა ბიუროკრატია გასაგებია! თქვენ! ხომ თქვენს ერს წარმოადგენთ?!

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებლმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

https://europa.eu/!hbyMHV

*****

Joint Statement of 24 diplomatic missions on the sentencing of journalist Mzia Amaglobeli

We the diplomatic missions of Austria, Belgium, Canada, Czechia, Denmark, Estonia, the European Union, Finland, France, Germany, Iceland, Ireland, Italy, Latvia, Lithuania, Luxembourg, the Netherlands, Norway, Poland, Romania, Spain, Sweden, Ukraine, the United Kingdom, representing member countries of the Media Freedom Coalition and aligned embassies to Georgia, condemn the disproportionate and politicized sentencing of Mzia Amaglobeli to 2 years in prison.

Mzia Amaglobeli’s case is further aggravated by her prolonged pretrial detention, during which her health condition and especially eyesight has deteriorated significantly.

The case of Mzia Amaglobeli and the pressure on Batumelebi and Netgazeti exemplify the escalating intimidation of journalists in Georgia, including unpunished violence and legal persecution, in clear violation of the country’s international obligations to protect media freedom and freedom of expression.

We repeat the message of the Media Freedom Coalition statement of 20 December 2024, condemning all intimidation and violence against journalists and media workers.

We express our solidarity with Mzia Amaglobeli and call for her immediate release.

https://europa.eu/!pMWF8B

ავტორი:

ბოლო სიახლეები