7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები