გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...