7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ტრამპი: დანაშაული ვაშინგტონში სრულიად უკონტროლოა – თუ ეს გაგრძელდება, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და ქალაქს ფედერალურ დაქვემდებარებაში გადავიყვან

დანაშაული ვაშინგტონში სრულიად უკონტროლოა – ადგილობრივი „ახალგაზრდები“ და ბანდის წევრები, რომელთაგან ზოგი მხოლოდ 14, 15 და 16 წლისაა, ესხმიან თავს, ძარცვავენ, ასახიჩრებენ და ესვრიან უდანაშაულო მოქალაქეებს, თანაც იციან, რომ ისინი თითქმის მაშინვე გათავისუფლდებიან, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„მათ არ ეშინიათ სამართალდამცველების, რადგან იციან, რომ მათ არაფერი დაემუქრებათ, მაგრამ ეს [სიტუაცია] ახლა შეიცვლება! ვაშინგტონში კანონი უნდა შეიცვალოს, რათა ამ „არასრულწლოვნებს“ სრულწლოვნების მსგავსად მოეკითხოთ და დიდი ხნით გამოამწყვდიონ ციხეში, დაწყებული 14 წლის ასაკიდან. ბოლო მსხვერპლი ადგილობრივმა ხულიგნებმა უმოწყალოდ სცემეს. ვაშინგტონი უნდა იყოს უსაფრთხო, სუფთა და ლამაზი [ქალაქი] ყველა ამერიკელისთვის და, რაც მთავარია, მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„თუ ვაშინგტონი მალე არ მოეგება გონს, სხვა გზა არ გვექნება გარდა იმისა, რომ ფედერალურ კონტროლზე ავიყვანოთ ქალაქი და ვმართოთ ისე, როგორც საჭიროა, ხოლო კრიმინალებს კი ვაცნობოთ, რომ მათ აღარაფერი შერჩებათ. თუ ეს გაგრძელდება, მე გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და ქალაქს ფედერალურ დაქვემდებარებაში გადავიყვან“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები