გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციაში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იგეგმება გაეროს ბიუჯეტის 700 მილიონი დოლარით შემცირება და 3 ათასზე მეტი თანამშრომლის დათხოვნა.
Bloomberg-ი წერს, რომ ორგანიზაციის რეფორმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროს დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.