4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი

ვერანაირად ვერ ჯდება “ნაცურ” კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ვერ შექმნიან, ისევე როგორც სააკაშვილისგან ზვიად გამსახურდიას და გიორგი რურუასგან მერაბ კოსტავას.

“ვერანაირად ვერ ჯდება “ნაცურ” კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, ესენი კიდევ აგენტურულ დავალებას ასრულებენ. ვერ შექმნიან ამაღლობელის და დათაშვილისგან შამანაურს. ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი. მარტივია.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, განმარტა, რომ ვინაიდან, თავად ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.