NBC News: ტრამპმა შრომის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლა დასაქმების ტემპის შენელების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შრომის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც უწყების მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

„ჩვენ ზუსტი მონაცემები გვჭირდება დასაქმების შესახებ. მას ბევრად უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანი შეცვლის. ამგვარი მნიშვნელოვანი მონაცემები სამართლიანი და ზუსტი უნდა იყოს, ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებას არ უნდა ექვემდებარებოდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა, რომ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ერიკა მაკენტარფერი ნამდვილად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის...

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა...