EURACTIV: ჟოზეფ ბორელმა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის სხვა ლიდერები ღაზაში „პალესტინელების გენოციდში“ თანამონაწილეობაში დაადანაშაულა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის სხვა ლიდერები ღაზაში „პალესტინელების გენოციდში“ თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

„ვინც არ მოქმედებს, რათა შეაჩეროს ეს გენოციდი და საერთაშორისო კანონმდებლობის ეს დარღვევები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა შესწევთ, თანამონაწილეები არიან. სამწუხაროდ, სწორედ ეს ხდება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ლიდერების შემთხვევაში“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

„ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, სავარაუდოდ, მომავალში პასუხს მოსთხოვენ იმ დანაშაულებებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც ნეთანიაჰუს მთავრობამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის...

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა...