პირველი ლედის პატრონაჟით დისნეის მუსიკის კონცერტი გაიმართება

საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში დისნეის მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას Tbilisi Film Orchestra წარადგენს. კამერული ორკესტრი ახლებურად აცოცხლებს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიებს, ხოლო დიდ ეკრანზე ნაჩვენები ფილმების კადრები კონცერტს უნიკალურ ვიზუალურ ატმოსფეროს სძენს.

კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეასრულებენ დისნეის ცნობილი ფილმების ვოკალურ ჰიტებს.

პროგრამაშია მუსიკა შემდეგი ფილმებიდან: Coco, Frozen, Beauty and the Beast, Moana, Pirates of the Caribbean, Star Wars, Alice in Wonderland, The Lion King, Lilo & Stitch და სხვა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...