მარიამ ლაშხი აშშ-ისა და ევროკავშირის შეთანხმებაზე: ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას

ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით შეერთებულ შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.

„ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას. განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის მაგალითი, როდესაც გაერთიანებას არ აქვს სუვერენიტეტი, როდესაც სხვისი კარნახით იმართება, გაერთიანებას არ აქვს საკუთარი ეკონომიკური და სოციალური სიმტკიცე. ვხედავთ როგორი მოწყვლადი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის ზეწოლებისგან და შეთანხმებებისგან“, – აღნიშნა ლაშხმა.

ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: „ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის პასუხად, ალეკო ელისაშვილის „ქმედება რამდენად უნდა შეერაცხოს პარტიას და იყო...