ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს: სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე

„სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე“,- ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს და ერთობით მოხდეს ყოველივეს დასრულება.

„ბიძინა ივანიშვილს- გრიგორიჩ, გასაკოჭად ნუ გაუხდი ბიჭო ამათ საქმეს, საერთოდ რა ხალხია, გადახედე, რა ტიპები არიან, ვისთან გაქვს საქმე?! ჩემზე უკეთესად ხომ იცი არასერიოზული ხალხია, დაგღუპეს უკვე აქამდე მიგიყვანეს და უარესს გიზამენ. ცოტა აზრზე მოდი, სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, აი ამ სიგიჟიდან, რომ გამოძვრე. რაც შეეხება კობახიძე- მდინარაძეს, კიდევ გეუბნებით, მხოლოდ ერთიანობით არანაირი ხელების ჩამოშვება. 4 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა შევიკრიბოთ. მანამდე მოხდება რამე, კიდევ რამე სისულელეს იზამენ? 10 სექტემბერს იქნება დასამთავრებელი ? უნდა გავაკეთოთ ! ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: „ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის პასუხად, ალეკო ელისაშვილის „ქმედება რამდენად უნდა შეერაცხოს პარტიას და იყო...