23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

თამთა მიქელაძე-პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო

„რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და “ქართული ოცნების” შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია.“- წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ზუსტად იმეორებდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.

მისივე თქმით, პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან.

„გუშინ ყველამ ნახეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.

თუ კარგად დავაკვირდებით, უშუალოდ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე და ფბ-გვერდზე არ დევს ამ შინაარსის განცხადება.

სინამდვილეში ეს გვერდი საპატრიარქოში მეუფე შიო მუჯირის ფრთას წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).
პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო მინიმუმ 2014 წლის შემდეგ.

ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და “ქართული ოცნების” შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია“-წერს მიქელაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები