22 ივლისი, სამშაბათი, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

ეკა სეფაშვილი: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების გაწვევის საკითხი წითელი ხაზია და ეს არ მოხდება

„საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები შეარყევს ისედაც შერყეულ იმ ნდობას, რომელიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან კავშირებით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი აუცილებლად გაუფრთხილდება იმ ნდობას, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირთან მიმართებით.

„ვფიქრობ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების გაწვევის საკითხი წითელი ხაზია და ეს არ მოხდება. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კი ევროკავშირთან შეიძლება გარკვეული თანამშრომლობითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება, ან სხვა მიმართულება, სადაც გაუმჯობესების პოტენციალია.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდან განცხადებები კვლავ იქნება. თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმა ნაკლებად არის მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში საქართველოს მომხრე ქვეყნების რიცხვი სულ ორი იყო – სლოვაკეთი და უნგრეთი, ახლა კი ეს რიცხვი გაიზარდა და მას სათავეში იტალია უდგას. ვფიქრობ, რომ საქართველოს მომხრე ქვეყნების რიცხვი კიდევ გაიზრდება და ევროკავშირის ქვეყნებში საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს საღი მიდგომა და პრაგმატული აზრი. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ამომრჩეველებთანაც უნდა განამტკიცონ თავიანთი პოზიცია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ საქართველოს არ სჯიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, სხვა შემთხვევაში თავიანთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც არ ექნებათ.
რაც ყველაზე მთავარია, როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე სჭირდება ევროპას საქართველო. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ეს არის პრაგმატული ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობა.
ვფიქრობ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები შეარყევს ისედაც შერყეულ იმ ნდობას, რომელიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ამ ნდობას გაუფრთხილდებიან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები