მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება.
მისივე თქმით, “როგორც ჩანს მადამ სალომე აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. დღეს ყველამ გავიგეთ, რომ იტალია ხელმძღვანელობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ეწინააღმდეგებიან”.
“ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც იცნობს სალომე ზურაბიშვილის პროტოკოლის თანამშრომელს, მეუბნება, რომ მათ სალომე ზურაბიშვილმა დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. როგორც ჩანს მადამ სალომე აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. დღეს ყველამ გავიგეთ, რომ იტალია ხელმძღვანელობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ეწინააღმდეგებიან. მე მეტს არაფერს დავწერ.
ღმერთი არ გაგიწყრეს სალომე ზურაბიშვილო!”-წერს ჩიმაკაძე.