„ჩრდილოვანი მმართველები რუსული ნარატივით და დეზინფორმაციით ცდილობდნენ ამერიკაში ამერიკელი ამომრჩევლის, საქართველოში კი ქართველი ხალხის მოტყუებას,“ – ასე ეხმიანება სოციალურბ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონი ტულსი გაბარდის მოერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლითაც ეს უკანასკნელი „დიფ სტეიტის” პასუხისმგებლობაზე საქუბრობს.
თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ საქართველო ელოდება ტულსი გაბარდის დოკუმენტებში საქართველოს ხსენებასაც, რადგან „დიფ სტეიტის” ზეწოლამ ქართველ ხალხში დააზარალა ამერიკის იმიჯი.
„ეს არის დიფ სტეტის დემონტაჟი”, – ასე ეხმაურება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ტულსი გაბარდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. მისი თქმით, „დიფ სტეიტის” პასუხისმგებლობის დრო დიდი ხანია დადგა. ტრამპის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული ნარატივი ისეთივე დეზინფორმაცია აღმოჩნდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების „პრორუსულობა”. ტულსი გაბარდის დოკუმენტები გამაფრთხილებელი გზავნილია ევროპისთვისაც, სადაც „დიფ სტეიტია” მოკალათებული. მისი პასუხუსმგებლობის დრო ნამდვილად დადგა. თუკი ამერიკელ მაღალჩინოსნებს “დიფ სტეიტის” პასუხისმგებლობისთვის დამატებითი ფაქტები სჭირდებათ, შეუძლიათ აიღონ საქართველოდან. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენთვის, რომ საქართველოს ომში ჩართვა არა ზოგადად ამერიკას, არამედ, კონკრეტულად გლობალური ომის პარტიის პოლიტიკის შემსრულებელს, ბაიდენის ადმინისტრაციას სურდა.
ამ შემთხვევაში მტერი ერთი გვყავს და მას თანაბარი დანაშაული მიუძღვის ტრამპისა და ივანიშვილის გუნდის წინაშე. „დიფ სტეიტს”, როგორც ამერიკა ჩართო უკრაინის ომში და შეუქმნა გამოუსწორებელი პრობლემები, ასევე სურდა და სურს დღესაც საქართველოს ჩართვა ამ გამანადგურებელ ომში. ჩრდილოვანი მმართველები რუსული ნარატივით და დეზინფორმაციით ცდილობდნენ ამერიკაში ამერიკელი ამომრჩევლის, საქართველოში კი, ქართველი ხალხის მოტყუებას. ისინი ფსევდო-ლიბერალიზმით ანადგურებდნენ ქრისტიანულ და ოჯახურ ღირებულებებს ამერიკაშიც და საქართველოშიც. და თუკი მტერი ერთია, მაშინ ერთად უნდა ვებრძოლოთ მას. ველით ტულსი გაბარდის დოკუმენტებში საქართველოს ხსენებასაც.
„დიფ სტეიტის” ზეწოლამ საქართველოზე, მნიშვნელოვნად დააზარალა ამერიკის იმიჯი ქართველ ხალხში. სწორედ ამ ნეგატივის გამოსასწორებლად და ახალი ურთიერთობების დასაწყებად, კარგი იქნებოდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაეწყოთ ხმამაღალი საუბრები ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებებზე მათი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ.
თუ ძველი არ შეაფასე, ახალს ვერ დაიწყებ. „დიფ სტეიტის” მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე უმძიმეს ზეწოლას ომში ჩართვაზე, საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია. თუ ნამდვილად სურთ ჩრდილოვანი მმართველების პასუხისმგებლობის დაყენება, ეს შეფასება უნდა მოხდეს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.