4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ გამქრალა და ამისთვის, დაინტერესებული მხარეები, შანტაჟის იარაღად ახლა ვიზალიბერალიზაციას იყენებენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან ევრობიუროკრატების ნაწილის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ გამქრალა და ამისთვის, დაინტერესებული მხარეები, შანტაჟის იარაღად ახლა ვიზალიბერალიზაციას იყენებენ.

„სურთ, რომ ჩამოიცილონ ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასა და ქვეყანას ომისგან იცავს. მათთვის ომის საჭიროება ისევ მაღალია. ხედავთ, რომ არათუ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდა, არამედ ახალი საომარი ლოკაციები გაჩნდა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, არ დაკარგულა აქტუალურობა იმ საკითხისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და ჩვენი ქვეყანა მეორე უკრაინად იქცეს, რათა ამით როგორმე რუსეთი დაასუსტონ. უფრო მეტიც, ამ მხრივ მათი მხრიდან შანტაჟი გააქტიურდა. შანტაჟის იარაღად კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა გამოყენებული. სურთ, რომ საზოგადოებას ამ შანტაჟით ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელისუფლების შეცვლას შეუწყობს ხელს. იმ ხელისუფლების, რომელიც ქვეყნისა და ამ საზოგადოების ინტერესებს იცავს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.