„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს: „ევროპარლამენტმა ბრძანა, რომ ლეგიტიმურად არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა. და ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ “ქართულ ოცნებას” – “გაყალბებულ არჩევნებად” ჩაითვლება.“
მისი თქმით, ვროპარლამენტმა ღიად მიანიშნა, რომ საქართველოში ლეგიტიმურად არ ცნობს არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა. შესაბამისად, მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, შედეგი ავტომატურად გაყალბებულად გამოცხადდება.
„ევროპარლამენტმა ბრძანა, რომ ლეგიტიმურად არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა. და ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ “ქართულ ოცნებას” – “გაყალბებულ არჩევნებად” ჩაითვლება.
გარდა ამისა, მანამ – სანამ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდება ნაცმოძრაობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული იქნება. ანუ, “ეზოპის ენაზე” მხოლოდ მე კი არა, ევროპარლამენტიც ამეტყველდა: თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს – 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობდნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია.
ამ ორ დადებით გზავნილს მიაყოლეს მესამეც – ვინაიდან ევროპარლამენტი რჩება ქართველი ხალხის გვერდით, გამორიცხულია მან თავის “მეგობარ” ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმი დაუწესოს. იმედია ხელუსუფლება გაგებით მოეკიდება ამ მეტად დამაიმედებელ გზავნილებს და სიმეტრიულად ადეკვატურ პასუხს გასცემს.“ – წერს ქართველიშვილი.