განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატთა მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და მას სამარცხვინოს უწოდებს.
სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ მისცემს ვინმეს უფლებას, რომ ქართველი ხალხი საზარბაზნე ხორცად აქციოს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. მისივე თქმით, ევრობიუროკრტებმა უვიზო მიმოსვლა ვაჭრობის საგნად აქციეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი ბიუროკრატები თავიანთ აგენტურულ ძალასთან აიგივებენ ქართველ ხალხს, იმ რადიკალებთან, რომლებიც არიან ყველაფერზე ხელის მომწერნი. მათ ძალიან ეშლებათ. გადახედონ საქართველოს ისტორიას, როგორ მოაღწია ქართველმა ერმა აქამდე და პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერასდროს ვერავინ ეღირსება, რომ ჩვენი ხალხი გახადოს საზარბაზნე ხორცი. ძალიან სამარცხვინოა, რომ ევროპის ბიუროკრატები თვითონ უნდა გვარიდებდნენ ომას, თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ქვეყანამ ომი აიცილოს თავიდან და პირიქით ხდება. მათი დაჟინება კიდევ უფრო გამძაფრდა, იმასთან დაკავშირებით, რომ როგორღაც აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და ჩვენი ქვეყანა იქნას ჩათრეულ ამ უბედურებაში. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, რომ დახლზე უდევთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ამითი გვევაჭრებიან“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.