16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

თენგიზ შარმანაშვილი: განა ვერ შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმება, არ შედგა. ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს.

„განა ვერ შედგა შეთანხმება, არ შედგა. ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა. ისინი ხვდებიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ასეთი ტიპის ჩაჭრა თვითონ ევროპის ინტერესებშიც არ შედის. ყველა ნაბიჯზე და ყველა ჩვენს მიღწევას ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, რაც არის ყველაზე გულდასაწყვეტი“, – მიიჩნევს შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები