გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის – საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება

მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს.”

ჩაკვეტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ასრულებს და სახელმწიფო შანტაჟს არ ექვემდებარება.

“ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ.

მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის.

საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება.
ათასწლოვანი ერი და სახელმწიფო აქამდე სწორედ ასე მოვიდა.

დიდება ჩვენს სამშობლოს!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...