15 ივლისი, სამშაბათი, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ირაკლი კობახიძე – როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო მინისტრებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ძალიან დასანანია – მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს ევროკავშირს და ბრიტანეთს

ირაკლი კობახიძე – როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო მინისტრებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ძალიან დასანანია – მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს ევროკავშირს და ბრიტანეთს
დენიზფორმაციით არის გაჯერებული განცხადება ყველა მიმართულებით , – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გაცხადებას.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპულ სტრუქტურებში არაფორმალური მმართველობა მძლავრობს და სამწუხაროდ წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს ის შეფასებები, რომელსაც ვკითხულობთ ამ წერილში. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც, აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციითაა გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადმიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასანანია. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სამწუხაროდ წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში თავისი „მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფსთეითი“ იყენებს ევროკაშირს და დიდ ბრიტანეთს“.

“„დიფსთეითი“ ეფუძვნებოდა სამ ძირითად ცენტრს – ეს იყო თავის დროზე აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია. დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფსთეითს“ შორის და ასეთ პირობებში მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფსთეითი“ იყენებს პირველ რიგში ევროკაშირს და დიდ ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რადაც ყველა ძალაინ კარგად ხედვას სანსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია და დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება დიფსთითი და გაჯანსაღდება ურთიერტბები საქართველოსა და ევროპოულ სტრუქტურებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები