ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს გიორგი ცინარიძესთან ერთად გაეცნო.
სოფელ კვირიკეში, რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის მიმართულებით, 1,15 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები.
რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში, დაახლოებით 9 კმ ასფალტის საფარის, 15 კმ ბეტონის საფარის, 2 ხიდის და 25 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.