12 ივლისი, შაბათი, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

რატი იონათამიშვილი ანა წითლიძის განცხადებაზე: ისე არ გამოვა, რომ თან კოალიციის შექმნა გიხაროდეს, თან ამას აკრიტიკებდე. ორივეგან მართალი ვერ იქნები. სინამდვილეში, სადაც დაფინანსებაა იქ ერთიანდებიან, სარგებლის მიღების გამო ერთიანდებიან

კოალიციები დღემდე აქვთ შექმნილი და დღემდე არ ამბობენ უარს. ახლა, რაც არ უნდა ილაპარაკონ ეს არის ფაქტი და შესაბამისად დანარჩენი უკვე ფარისევლობაა ჩვენი საზოგადოებისათვის, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ანა წითლიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კოალიციები შექმნა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ისინი ერთიანდებიან სარგებლის მიღების სურვილით.

„ისე არ გამოვა, რომ თან კოალიციის შექმნა გიხაროდეს, თან ამას აკრიტიკებდე. ორივეგან მართალი ვერ იქნები. სინამდვილეში, სადაც დაფინანსებაა იქ ერთიანდებიან, სადაც არა – იქ თამაშობენ, რომ თითქოს ერთად არ არიან. ესეც აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში სარგებლის მიღების გამო ერთიანდებიან ყველგან და საქმე რა თქმა უნდა არსად არ აინტერესებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები