ანა წითლიძე პარტია “ლელოს” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ  უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მან „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

“ამაში ხომ იტყუებოდნენ და რომ ვიძახი, ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან, ლიდერები ვინც გვყავს, სოფლებში? ასე ეუბნებოდნენ “ლელოს” წარმომადგენლები, რომ “ნაცები” მაინც მონაწილეობას არ იღებთ, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი; რამდენიც გინდათ და რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში, იმდენი გექნებათ – და უკაცრავად, მოსყიდვა სხვა რა არის?” – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...