თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თვითმკვლელობამდე მიყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლებით. ამ უკანასკნელზე ბრალდებულის სახით ალექსანდრე ახვლედიანია დაკავებული, რომელსაც პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს.

არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...