ორი მხარე არის დღეს ქვეყანაში, ან ხარ რუსი, ქოცი და ხარ მათ მხარეს, ან ქართველი და იბრძვი თავისუფლებისთვის. სხვა არაფერი არსებობს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, რასაც „ლელო“ ცდილობს, რომ დააბოლოს ამომრჩეველი. ვერავისაც ვერ აბოლებს, პარტიას ეტყობა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივისას.
აღნიშნულის შემდეგ ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ „ლელო“ ფულს იხდიდა.
„ფულს იხდიდნენ, ხალხნო, რომ იცოდეთ, ფულს იხდიდნენ, ასეთი ეთერი რომ შემდგარიყო“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის ამ განცხადებას დაეთანხმა ანა წითლიძე და აღნიშნა:
„იხდიდნენ, კი, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და… ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი. სად ვართ, ხალხნო? წარმოიდგინეთ, სად ვართ. მართლა რა ჰგონიათ?“ – განაცხადა წითლიძემ.