5 ივლისი, შაბათი, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის ბრალდებაზე: ახლა მხარი არ დაუჭირესო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა – გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაია ბითაძე, ეხმიანება არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის ბრალდებას, რომლის განცხადებითაც, თითქოს ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, სადაც იყო მოწოდება სირიისადმი აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.

ბითაძის განცხადებით, სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა, რომ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იქნა მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიცირდა აღნიშნული ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს.

„ახლა მხარი არ დაუჭირესო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა – გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიცირდა ეს ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს“,- წერს მაია ბითაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები