ზაალ ანჯაფარიძე: მას შემდეგ, რაც ოპოზიციური ბაბლი ღიად გადავიდა ქვეყანაში სიტუაციის შერყევაზე და მორიგი “ფერადი რევოლუციის” მოწყობაზე, ბუნებრივად დადგა კანონის შეცვლის აუცილებლობა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ანჯაფარიძის თქმით, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ცილისწამება და ცილისმწამებლები ფაქტიურად დაცული იყვნენ ხელისუფლებაში გადასული ენჯეო “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ გატანილი კანონით.

“წარმოიდგინეთ, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ცილისწამება და ცილისმწამებლები ფაქტიურად დაცული იყვნენ ხელისუფლებაში გადასული ენჯეო “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ გატანილი კანონით. მას შემდეგ რაც ოპოზიციური ბაბლი ღიად გადავიდა ქვეყანაში სიტუაციის შერყევაზე და მორიგი “ფერადი რევოლუციის” მოწყობაზე, ბუნებრივად დადგა კანონის შეცვლის აუცილებლობა.

მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი.” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...