4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

ვახტანგ ცინცაძე: მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გლობალური მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს ის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს ის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „ქრონიკასთან“.

როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდის მიმართულებით საკმაოდ მაღალი ტენდენცია ფიქსირდება.

„ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 5 თვის მაჩვენებლები საკმაოდ ძლიერია. მოლოდინია,რომ, აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეშიც შენარჩუნდება და გაგრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6%-დან 7,2%-ამდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იმ ფონზე, როდესაც არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლების მიმართულებით დაკორექტირდა“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები