აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირად არ მოქმედებს ის, თუ რომელი პარტიები მიიღებენ მასში მონაწილეობას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ითვლება კლასიკურ პოლიტიკურ არჩევნებად, შესაბამისად, ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენთვის სულერთია, ასეც და ისეც, ჩვენ ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას. ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას, ორი, სამი,ერთი, თუ არც ერთი არ მიიღებს, ასეც და ისეც ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, რასაც სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.