თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აბიტურიენტების მომავალი ცხოვრების განსაზღვრისთვის, არამედ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვისაც.
„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც ახალგაზრდებს
საკუთარი ცოდნის დამტკიცების შესაძლებლობა
ეძლევათ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი მომავალი ცხოვრების განსაზღვრისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.
ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს, რაც სწორედ განათლებითა და შრომით მიიღწევა.
მინდა, თითოეულ აბიტურიენტს მთელი გულით ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნის მიღწევა“, – დაწერა დედაქალაქის მერმა.