საკრებულოებში [„ნაციონალურ მოძრაობასთან“] კოალიცია არ გაქვთ? – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც კომისიას დისტანციურად ერთვება.
გახარიას თქმით, კოალიცია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება იყოს.
„ამ ადამიანს აუხსენით, კოალიცია რას ნიშნავს. კოალიცია შეიძლება იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გესმით თქვენ?“ – განუცხადა გიორგი გახარიამ გურამ მაჭარაშვილს.
მაჭარაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გახარიას რუსეთში კოალიციის განმარტება როგორ ასწავლეს, თუმცა, ევროპული განმარტების თანახმად, კოალიცია საკრებულოებში ან პარლამენტში პარტიების გაერთიანებას ნიშნავს.
„რუსეთში როგორ გასწავლეს კოალიცია, მე არ ვიცი, მაგრამ, ევროპულად კოალიცია ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას საკრებულოებში ან პარლამენტში. რუსეთში რა გასწავლეს, ეგ არ ვიცი.“ – მიმართა მას გურამ მაჭარაშვილმა.