3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ბექა ფერაძე: ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძალიან შთამბეჭდავია და ყოველწლიურად ვხედავთ მშენებლობებს, ახალ ბიზნესებს, ამ ფონზე, როდესაც 44%-ით არის შემცირებული ფატალური მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე, ეს კარგი მაჩვენებელია

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძალიან შთამბეჭდავია და ყოველწლიურად ვხედავთ მშენებლობებს, ახალ ბიზნესებს, რაც დამატებით რისკებთან არის შრომის უსაფრთხოების კუთხით დაკავშირებული. ამ ფონზე, როდესაც 44%-ით არის შემცირებული ფატალური მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე, ეს კარგი მაჩვენებელია, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ „დღის ქრონიკაში“.

„44%-ით შემცირდა ფატალური უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია იმ მცირე პერიოდში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 2015 წელს კი შეიქმნა, მაგრამ რეალური მანდატით შრომის უსაფრთხოება 2019 წლიდან დაიწყო. შრომის უსაფრთხოებაში არსებობს ასეთი აქსიომა, არსად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ნულოვანი რისკი სამუშაო ადგილზე არასდროს არსებობს. სამუშაო აქტივობას ყოველთვის თან სდევს გარკვეული რისკები ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც შრომის ინსპექცია არათუ რამდენიმე წელი, ასწლეულებია არსებობს.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძალიან შთამბეჭდავია და ყოველწლიურად ვხედავთ მშენებლობებს, ახალ ბიზნესებს, რაც დამატებით რისკებთან არის შრომის უსაფრთხოების კუთხით დაკავშირებული. ამ ფონზე, როდესაც 44%-ით არის შემცირებული ფატალური მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე, ეს კარგი მაჩვენებელია. წლიდან წლამდე ინციდენტების რაოდენობაც კი შემცირებულია“, – აღნიშნა ფერაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები